200 ლარი
| ორასი ლარი |
– ზევით
|
| გამოშვების წელი – 2007 ბანკნოტის ზომა – 146 მმ X 72 მმ. | |
| ბანკნოტის წინა მხარე: გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები. | |
| ბანკნოტის უკანა მხარე: გამოსახულია სოხუმის ხედი და გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი. | ![]() |
200 ლარი
ბანკნოტის წინა მხარე
| ბანკნოტის უკანა მხარე |

ბანკნოტის დამცავი ნიშნები
1. ჭვირნიშანი – გამჭოლ შუქზე ბანკნოტის თეთრ ფონზე ჩანს გარდამავალი ტონებით შესრულებული ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი, „GEL”-ისა და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის ნათელი გამოსახულებები.
2. ვერტიკალური დამცავი ძაფი – წყვეტილი დამცავი ძაფი წარწერით ,,200 ლარი“ გამჭოლ შუქზე მთლიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს (წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს).
3. წითელი ბოჭკოები – ქაღალდის ფენაში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
4. მიკროსტრიქონი – წარწერები ,,საქართველოს ეროვნული ბანკი 200 ლარი“, ,,საქართველოს ეროვნული ბანკი“ და ,,TWO HUNDRED LARI“ იკითხება მხოლოდ გამადიდებელი ხელსაწყოს მეშვეობით.
5. თანმხვედრი გამოსახულება – ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის ,,200“-ის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
6. რელიეფური ნაბეჭდი – ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ ელემენტებზე (ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, პორტრეტი და წარწერები) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა ხელით შეხებით.
7. ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის – სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტებზე განსხვავებული გრაფიკული ელემენტები რელიეფურია, შეიგრძნობა ხელით შეხებისას და იძლევა ბანკნოტების ნომინალური აღქმის შესაძლებლობას.
8. რელიეფური მედალიონი – მბზინავ მეტალისებურ რელიეფურ მედალიონზე დატანილია წმინდა გიორგის გამოსახულება.
9. ლაზერული ბეჭდვა – წარწერა ,,200 ლარი“ შესრულებულია ლაზერული ტექნოლოგიით.
10. სერიული ნუმერაცია – დაბეჭდილია ფლუორესცენციური (მარცხნივ) და მაგნიტური (მარჯვნივ) საღებავებით.
11. ფარული მეტალისებრი რელიეფური გამოსახულება – დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები – ,,200“.
12. ირისისებური ზოლი – ბანკნოტის უკანა მხარეს ქაღალდის ზედაპირზე მოთავსებულია გამჭვირვალე, სადაფისებური ეფექტის მქონე მრავალფერიანი ზოლი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით – ,,200“.
13. ჰოლოგრამა – ვერცხლისფერი ჰოლოგრამის ვერტიკალური ზოლი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრითა და ორნამენტებით დატანილია ფლუორესცენტულ ფონზე.
14. ოპტიკურად ცვალებადი მელანი – სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულებას აქვს ფერთა ცვალებადობის ეფექტი.
15. უხილავი ფლუორესცენციური ბოჭკოები – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერის ფლუორესცენციური ბოჭკოები.
16. ინფრაწითელი ნათება – ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული ელემენტების მხოლოდ ნაწილი.
17. ფოსფორესცენციური ნათება – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება გერბისა და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის გამოსახულებები.
18. ფლუორესცენციური ნომინალი – ბანკნოტის უკანა მხარეს ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ნათდება ყვითლად.
19. არაფოტოკოპირებადი ფონი – დატანილია ბანკნოტის მთელ ზედაპირზე, თვალით უხილავია და კოპირებად აპარატებზე ბანკნოტების რეპროდუქციისაგან დაცვის საშუალებაა.

No comments:
Post a Comment