20 ლარი

ოცი ლარი
  ზევით  
გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 131 X 65 მმ.
 
წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837–1907“, მის მიერ დაარსებული ჟურნალები „საქართველოს მოამბე“, „ივერია“ და პირადი ნივთები.
 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება.XVIII ს–ის თბილისის გეგმა (შედგენილია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ) და ძველი თბილისის პანორამა ნარიყალას გამოსახულებით.
 
 





20 ლარი
ბანკნოტის წინა მხარე
ბანკნოტის უკანა მხარე
 ბანკნოტის დამცავი ნიშნები
1. ჭვირნიშანი – გამჭოლ შუქზე გახედვისას ბანკნოტის თეთრ ფონზე ჩანს გარდამავალი ტონებით შესრულებული გრიფონის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის ინდექსის „GEL”-ის ნათელი გამოსახულებები.
2. წითელი ბოჭკოები – ქაღალდის ფენაში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
3. ვერტიკალური დამცავი ძაფი – წყვეტილი დამცავი ძაფი წარწერით „LARI” გამჭოლ შუქზე გახედვისას მთლიანდება.
4. მიკროსტრიქონი – წარწერა „GEORGIA” იკითხება მხოლოდ გამადიდებელი ხელსაწყოს მეშვეობით.
5. თანმხვედრი გამოსახულება – ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ვერძის გამოსახულების დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
6. რელიეფური ნაბეჭდი – ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ ელემენტებზე (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, წარწერები და ბორჯღალი) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
7. ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის – სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტებზე განსხვავებული გრაფიკული ელემენტები რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტების ნომინალური აღქმის შესაძლებლობას.
8. სერიული ნუმერაცია – დაბეჭდილია ფლუორესცენციური (მარცხნივ) და მაგნიტური (მარჯვნივ) საღებავებით.
9. ფლუორესცენციური ბოჭკოები – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერის ფლუორესცენციური ბოჭკოები.
10. ფოსფორესცენციური კვადრატი – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება ფოსფორესცენციური კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრითა და ბორჯღალის გამოსახულებით.
11. ფლუორესცენციური ნომინალი – ბანკნოტის უკანა მხარეს ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ნათდება ყვითლად.
12. ინფრაწითელი ნათება – ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული ელემენტების მხოლოდ ნაწილი.
13. ფოლგა – ოქროსფერი ფოლგა, რომელიც ხასიათდება მეტალის ბზინვარე ეფექტით.
14. ფარული გამოსახულება – დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „20”. 

No comments:

Post a Comment