10 ლარი

ათი ლარი 
  ზევით
გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 125 X 63 მმ.
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერითაკაკი წერეთელი 1840–1915“, მერცხალი და აყვავებული რტო. 
 

ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია დედის პორტრეტი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან „ იმერეთი–დედაჩემი“ და ვაზის ლერწები.
 







10 ლარი 
ბანკნოტის წინა მხარე
ბანკნოტის უკანა მხარე
 
ბანკნოტის დამცავი ნიშნები
1. ჭვირნიშანი – გამჭოლ შუქზე გახედვისას ბანკნოტის თეთრ ფონზე ჩანს გარდამავალი ტონებით შესრულებული გრიფონის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის ინდექსის „GEL”-ის ნათელი გამოსახულებები.
2. წითელი ბოჭკოები – ქაღალდის ფენაში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
3. ვერტიკალური დამცავი ძაფი – წყვეტილი დამცავი ძაფი წარწერით „LARI” გამჭოლ შუქზე გახედვისას მთლიანდება.
4. მიკროსტრიქონი – წარწერა „GEORGIA” იკითხება მხოლოდ გამადიდებელი ხელსაწყოს მეშვეობით.
5. თანმხვედრი გამოსახულება – ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ბუს გამოსახულების დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
6. რელიეფური ნაბეჭდი – ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ ელემენტებზე (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, წარწერები და ბორჯღალი) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
7. ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის – სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტებზე განსხვავებული გრაფიკული ელემენტები რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალური აღქმის შესაძლებლობას.
8. სერიული ნუმერაცია – დაბეჭდილია ფლუორესცენციური (მარცხნივ) და მაგნიტური (მარჯვნივ) საღებავებით.
9. ფლუორესცენციური ბოჭკოები – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერის ფლუორესცენციური ბოჭკოები.
10. ფოსფორესცენციური კვადრატი – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება ფოსფორესცენციური კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრითა და ბორჯღალის გამოსახულებით.
11. ფლუორესცენციური ნომინალი – ბანკნოტის უკანა მხარეს ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ნათდება ყვითლად.
12. ინფრაწითელი ნათება – ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული ელემენტების მხოლოდ ნაწილი.
13. ფოლგა – ვერცხლისფერი ფოლგა, რომელიც ხასიათდება მეტალის ბზინვარე ეფექტით.
14. ფარული გამოსახულება – დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „10”. 

No comments:

Post a Comment