100 ლარი


100 ლარი

ასი ლარი  
 ზევით 
გამოშვების წელი – 2004
ბანკნოტის ზომა – 140 X 67 მმ. 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გრაფიკული პორტრეტი წარწერით„შოთა რუსთაველი. XII ს.“, მარცხენა მხარეს – ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების კომპოზიცია. 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
წარმოდგენილია კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით – „დანიელი ლომთა ხაროში“ – მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე“.  
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=193





100 ლარი
ბანკნოტის წინა მხარე
ბანკნოტის უკანა მხარე
ბანკნოტის დამცავი ნიშნები

1. ჭვირნიშანი - გამჭოლ შუქზე გახედვისას ბანკნოტის თეთრ ფონზე ჩანს გარდამავალი ტონებით შესრულებული რუსთაველის პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის ინდექსის „GEL”-ის ნათელი გამოსახულებები.
2. წითელი ბოჭკოები – ქაღალდის ფენაში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
3. ვერტიკალური დამცავი ძაფი – წყვეტილი დამცავი ძაფი წარწერით „LARI” გამჭოლ შუქზე გახედვისას მთლიანდება.
4. მიკროსტრიქონი – წარწერა „GEORGIA” იკითხება მხოლოდ გამადიდებელი ხელსაწყოს მეშვეობით.
5. თანმხვედრი გამოსახულება – ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის „100”-ის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
6. რელიეფური ნაბეჭდი – ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ ელემენტებზე (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, წარწერები და ბორჯღალი) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით.
7. ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის – სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტებზე განსხვავებული გრაფიკული ელემენტები რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტების ნომინალური აღქმის შესაძლებლობას.
8. სერიული ნუმერაცია – დაბეჭდილია ფლუორესცენციური (მარცხნივ) და მაგნიტური (მარჯვნივ) საღებავებით.
9. ფლუორესცენციური ბოჭკოები – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერის ფლუორესცენციური ბოჭკოები.
10. ფოსფორესცენციური კვადრატი - ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება ფოსფორესცენციური კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრითა და ბორჯღალის გამოსახულებით.
11. ფლუორესცენციური ნომინალი – ბანკნოტის უკანა მხარეს ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ნათდება ყვითლად.
12. ინფრაწითელი ნათება – ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული ელემენტების მხოლოდ ნაწილი.
13. ირისისებური ზოლი – ბანკნოტის უკანა მხარეს ქაღალდის ზედაპირზე მოთავსებულია გამჭვირვალე, სადაფისებური ეფექტის მქონე მრავალფერიანი ზოლი წარწერით - „GEL”.
14. ფარული გამოსახულება – დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „100”.
15. ჰოლოგრამა – ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილია დროშის გამოსახულება. ბანკნოტის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობისას გამოსახულება იცვლის ფერს.
16. ოპტიკურად ცვალებადი მელანი – სხვადასხვა კუთხით დახრისას ოპტიკურად ცვალებადი საღებავით შესრულებულ გრაფიკულ ორნამენტს აქვს ფერთა ცვალებადობის ეფექტი.

No comments:

Post a Comment